Monday, March 14, 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის ბოლო დღე დაეთმო თითოეული მონაწილის პორტფოლიოს მოწესრიგებას. ტრენერის დახმარებით შევასწორეთ პროექტის გეგმები, პრეზენტაციები, საკონფერენციო კითხვები, მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა და ა.შ. ბოლოს კი ბლოგზე ავტვირთეთ საკუთარი პორტფოლიოები.
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი ხომასურიძეს, გაწეული მუშაობისათვის.
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი ხომასურიძეს, გაწეული მუშაობისათვის.
Friday, March 11, 2016
ტრენინგის მერვე დღე
დღეს სასწავლო პროექტის გეგმაში დავწერეთ სასწავლო პროცედურები, სადაც აღვწერეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.აგრეთვე მოვნიშნეთ ის მასალები, რაც გამოვიყენეთ პროექტისათვის.
Tuesday, March 8, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
მართლაც შთამბეჭდავი იყო მულტიმედიური პრეზენტაციის შექმნის პროცესი. ყველა მონაწილემ გულმოდგინედ იმუშავა და ტრენერის დახმარებით მოვამზადეთ ლამაზი დიზაინისა და საინტერესო თემატიკის პრეზენტაციები. ვფიქრობ, ყველა წარმოდგენილი თემა აქტუალური და მნახველისათვის კარგად გასაგები იქნება.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციის შაბლონი. მოვაგროვეთ ფოტო და ვიდეო მასალა პრეზენტაციისათვის და დავწერეთ შესაბამისი ტექსტები. გავითვალისწინეთ ფაილების თანმიმდევრობა და შეფასების კრიტერიუმები ( თუ რის მიხედვით შეიძლება შეფასდეს პრეზენტაცია). ვისწავლეთ სხვადასხვა ტექნიკები იმისათვის, რომ ნამუშევარი იყოს ადვილად აღსაქმელი და ქონდეს ლამაზი დიზაინი. ვფიქრობ პრეზენტაციის აწყობის პროცესი საინტერესოდ წარიმართება...
Tuesday, March 1, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
მეხუთე დღეს გავაგრძელეთ შეფასების ინსტრუმენტების განხილვა. ყველა მონაწილემ ავირჩიეთ შეფასების ის ინსტრუმენტი, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობი-
სათვის. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით მომეწონა მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, რისი საშუალებითაც კარგად შევძლებ მოსწავლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასებას.
Sunday, February 28, 2016
ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების გეგმა და ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოს შედგენაზე.დავგეგმეთ შეფასების რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.
დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
Wednesday, February 24, 2016
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ მეორე მოდულის 2 აქტივობა:სტანდარტების გათვალისწინება პროექტის თემასთან შესაბამისობაში და მიმართულებისმიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა ზოგადი კითხვის მოფიქრების პერიოდი. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ ტრენინგის ყველა მონაწილემ შეარჩია შესაბამისი ზოგადი კითხვა, აგრეთვე თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
Sunday, February 21, 2016
ინტელის ტრენინგის პირველი და მეორე დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ინტელის კურსის მიზნებსა და ამოცანებს,პროექტებით სწავლების მიზნებსა და შედეგებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად.
გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე,სადაც განვათავსეთ საჭირო მასალები,გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს.
ტრენინგის მეორე დღეს შევქმენით ახალი ბლოგი. განვიხილეთ იდეები პროექტისათვის.დავწერეთ სასწავლო პროექტის გეგმის შინაარსი,შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი არჩეული პროექტის შესახებ.
ვფიქრობ ტრენინგის საშუალებით უკეთესად შევძლებთ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, მიღებული ცოდნით გავზრდით მოსწავლეთა ჩართულობასა და ინტერესს სასწავლო პროექტებისადმი.
Subscribe to:
Posts (Atom)