Wednesday, November 7, 2012

მოდა-ყოველთვის აქტუალური


1.პროექტის  სახელი: მოდა - ყოველთვის  აქტუალური.
2. პროექტის  მოკლე  აღწერა :  მოსწავლეები  აგროვებენ სხვადასხვა ინფორმაციას მოდასთან  დაკავშირებით;იკვლევენ როგორი  მოდა  იყო გასულ  საუკუნეებში,მოდის  რა  მიმართულებები არსებობდა.ეძებენ ისტორიებს ტანსაცმელისა  და  აქსესუარების  შექმნის  შესახებ.მოიპოვებენ ცნობილი  მოდების სახლების(ატელიების)სახელებს, რომლებიც  მე-20 საუკუნეში  წარმოიშვნენ,დღესაც პოპულარობით სარგებლობენ და  გავლენას ახდენენ მოდის ტენდენციებზე;ბოლოს მოსწავლეები  აწყობენ  მოდების ჩვენებას,აკეთებენ კოლაჟებს  და კედლის გაზეთს.
3. პროექტის  სრული  აღწერა:  თემის შერჩევა  ხდება  მოსწავლეთა სურვილებისა  და ინტერესების გათვალისწინებით.მომზადების  ფაზაში თემის შერჩევის  შემდეგ  კლასი იყოფა რამდენიმე საპროექტო ჯგუფად.
  ყველა  ჯგუფს  დაევალება სხვადასხვა  მასალის  მომზადება,თითოეულ  ჯგუფში მოხდება მოვალეობების გადანაწილება:დასახელდება პასუხისმგებელი პირი,ამა  თუ  იმ დავალების შემსრულებელი და  განისაზღვრება  დრო,ვინ  რას  და  როდის  აკეთებს.ადგენენ  გეგმას, იღებენ  რჩევებს  მასწავლებლისაგან  და  ინიშნავენ მითითებულ  მასალას და ვებ-გვერდების მისამართებს.
   განხორციელების  ფაზაში  მოსწავლეები მოიპოვებენ შესაბამის ინფორმაციას,ამუშავებენ  მასალას(უცხო  სიტყვების ასახსნელად იყენებენ ლექსიკონს,საჭიროების შემთხვევაში დახმარებას  სთხოვენ მასწავლებელს), შემდეგ აკეთებენ პროექტის პრეზენტაციას,სადაც შეეცდებიან მოკლედ ისაუბრონ მოდის ისტორიისა  და  მიმართულებების შესახებ,ყვებიან  სხვადასხვა ტანსაცმლისა და აქსესუარის  შექმნის ისტორიას. აწყობენ მოდების  ჩვენებას  სკოლის  სააქტო  დარბაზში,ბოლოს აკეთებენ კოლაჟს( რისთვისაც  იყენებენ მოდების კატალოგებს,ჟურნალებს და პლაკატებს) და  კედლის  გაზეთს :  ,,მოდა  გუშინ ,დღეს და ..............................“
  შეფასების  ფაზაში  მოსწავლეები მასწავლებელთან  ერთად  აფასებენ  პროექტს,საუბრობენ პროექტის  დადებით  და  უარყოფით მხარეებზე და  იმ სიძნელეების  შესახებ,რაც წარმოიშვა პროექტზე  მუშაობის  პროცესში,ყველა  ცდილობს  საკუთარი  აზრის  გამოთქმას.
4. მოსწავლეთა  ასაკი/ კლასი: 16  წელი, მე-11  კლასი.
5. ვადები/ ხანგრძლივობა :  10  დღე.
6. პროექტის  შესაძლო  აქტივობები  კლასში:  შეგროვებული  ინფორმაციის  დამუშავება ( ტექსტების  წაკითხვა,თარგმნა,გაგება,უცხო  სიტყვების  ამოწერა  და   დამახსოვრება), პრეზენტაციის  გაკეთება,მოდის ირგვლივ საუბარი,კოლაჟის  გაკეთება,კედლის გაზეთისათვის  წერილების  დაწერა  და  გაფორმება.განხორციელებული პროექტის  შეფასება,საკუთარი  აზრის   გამოხატვა.
7.მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას  გერმანულ  ენაში,განუვითარდებათ  კვლევა-ძიებისა და  საკონუმიკაციო  უნარ-ჩვევები,დაეუფელბიან  კითხვის,წერის,საუბრის ტექნიკებს,დაუახლოვდებიან  სცენას.შეძლებენ  კოლაჟისა და  კედლის  გაზეთის  დამზადებას.
8.სარგებელი სხვებისათვის: პროექტის  გაცნობა თანატოლებისათვის  ( კოლაჟისა და  კედლის  გაზეთის  დათვალიერება,მოდების ჩვენების  ნახვა).
9. სამუშაო ენა: გერმანული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი: ამ  პროექტზე მუშაობით მოსწავლეები  შეძლებენ სხვადასხვა საგნებთან დაკავშირებას(მაგ: ისტ-ი,ისტორია,ხელოვნება)
უცხ.ს.V .23. მოსწავლე უცხოურ  ენაზე განახორციელებს  სხვადასხვა ტიპის პროექტს.
·         მოსწავლე მასწავლებელთან  ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
·         გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს  და  გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს,შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ  გეგმას,ადარებენ,აუმჯობესებენ;
·         მასწავლებელთან  ერთად  ადგენს  შესრულების  ვადებს;
·         გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევს პროექტის წარდგენის  ფორმას;
·         გუნდის  წევრებთან  ერთად განახორციელებს  პროექტს.
 უცხ.ს.V.24. მოსწავლეები  ამუშავებენ უცხოურენოვან წყაროებს/ტექსტებს შემდგომი გამოყენებისათვის(მაგალითად,მასალის  მოძიება-შეგროვება  სასკოლო  პროექტების განსახორციელებლად)
·         მოსწავლე აკეთებს  უცხოენოვან სქემატურ ჩანაწერებს და  მასზე და დაყრდნობით სწავლების  ენაზე გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს დაინტერესებული  პირებისათვის;
·         თარგმნის  მცირე  ზომის არამხატვრულ(ინფორმაციული,შემეცნებითი  და  სხვა) ტექსტს.
 უცხ.ს.V.29.მოსწავლე  თანამშრომლობს  თანაკლასელებთან,მასწავლებლებთან,მეწყვილესთან  შედეგების გაუმჯობესების  მიზნით.
 11.პროექტის ფასილიტატორის  სახელი: მადონა  შაორშაძე
 12.პროექტის ფასილიტატორის  ელ-ფოსტა:   madonashaorshadze@gmail.com

No comments:

Post a Comment